ხელისუფლებამ ლაზარეს სამართლიანი სასამართლოს უფლება მოუსპო - ბადრი ჯაფარიძე

04.04.23 11:16
ხელისუფლებამ ლაზარეს სამართლიანი სასამართლოს უფლება მოუსპო - ბადრი ჯაფარიძე

ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს სამართლიანი სასამართლოს უფლება მოუსპეს, რადგან ის წინასწარ დამნაშავედ გამოაცხადეს.

"ლელოს" ლიდერის თქმით, ღარიბაშვილმა და კობახიძემ თავისი განცხადებებით, პრაქტიკულად, მოსამარღთლეს გრიგორიადის დაპატიმრების ინსტრუქცია მისცეს. 

„ქართული ოცნება“ ცდილობს დააშინოს ახალგაზრდები, დააშინოს პოლიტიკური ოპონენტები. რა თქმა უნდა, ეს უკვე გახდა ნორმა, რომ ისინი დამნასავედ აცხადებენ ადამიანებს სასამართლო განხილვების დაწყებამდე და შესაბამისად, ამით უსპობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ღარიბაშვილმა და კობახიძემ მოუსპეს სამართლიანი სასამართლოს უფლება ლაზარეს, იმიტომ, რომ ის გამოაცხადეს დამნაშავედ და ამით ინსტრუქცია მისცეს მოსამართლეს, რა გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

შვილების თაობის პირველი წარმომადგენელი ხელისუფლებამ ციხეში გაუშვა. 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს გამოძიება ძალოვნებისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლად ედავება.   

მსგავსი სიახლეები