ხელისუფლების რეპრესიები კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას გააბრაზებს - ბესელია ლაზარეს დაკავებაზე
"ქართული ოცნებიდან" დემარშით წასულ ეკა ბესელიას მიაჩნია, რომ ლაზარეს მიმართ ხელისუფლების რეპრესიები კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას გააბრაზებს. პოლიტიკოსის თქმით, ამ თაობის შეშინება შეუძლებელია და "ოცების" მსგავსი დამოკიდებულება უფრო მწვავე შედეგებს გამოიღებს.
ამ თაობის შეშინება არის შეუძლებელი. ეს სწორედ ის თაობაა, რომელსაც აქვს ისეთი გამბედაობა და სიმამაცე, როგორც არავის და ასეთი რეპრესიები იწვევს ყოველთვის უკურეაქციას. მე დარწმუნებული ვარ ის კიდევ უფრო გააბრაზებს ლაზარეს თაობას, კიდევ მეტ ახალგაზრდას განაწყობს კრიტიკულად და ეს კიდევ უფრო მწვავე შედეგებს გამოიღებს, - ამბობს ბესელია.
შვილების თაობის პირველი წარმომადგენელი ხელისუფლებამ ციხეში გაუშვა. 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს გამოძიება ძალოვნებისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლად ედავება.