დისკვალიფიკაცია პოლიტიკური ნიშნით - ოპოზიციონერ აქტივისტს კარატეს ფედერაციაში უფლებამოსილება შეუწყვიტეს

04.04.23 11:35
დისკვალიფიკაცია პოლიტიკური ნიშნით - ოპოზიციონერ აქტივისტს კარატეს  ფედერაციაში უფლებამოსილება  შეუწყვიტეს

დისკვალიფიკაცია პოლიტიკური ნიშნით - ოპოზიციონერ აქტივისტს წულუკიანის გადაწყვეტილებით კარატეს ეროვნულ ფედერაციაში უფლებამოსილება  შეუწყვიტეს. ხათუნა ბერიძის დისკვალიფიკაციის მოტივი 29 მარტს „ქართული ოცნების „აქტივისტთან დაპირისპირება გახდა. მსაჯთა კოლეგიის წევრს და ოპოზიციონერ აქტივისტს ექვსთვიანი დისკვალიფიკაციის განაჩენი პრეზიდიუმმა გამოუტანა . 

ხათუნა ბერიძე "პირველებთან" ამბობს, რომ გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ პოლიტიკური ნიშნით მიიღო. მისი თქმით, თავდაპირველად მას ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ერთწლიან დისკვალიფიკაციას იმსახურებდა, ოფიციალურ განცხადებაში კი, რომელიც მას გადასცეს, წერია, რომ აღნიშნული ვადა 6 თვემდე შემცირდა. 

არამსათავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მისი დასჯის გადაწყვეტილება მხოლოდ მიიღეს, რომ 28 მარტს რუსულ კანონტან მიმართებაში განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრება დააფიქსირა.

თავიდან ხუმრობა მეგონა, მაგრამ შემდეგ ოფიციალური წერილი გამომიგზავნეს, სადაც ერია, რომ თურმე „ალტერნატივა“ არის აფელირებული „ნაციონალურ მოძროაბასთან“ და საერთოდ, რა შუაშია პოლიტიკური გადაწყვეტილებები, თან მწერს, რომ არ მივცე ამას პოლიტიკური მიმართულება, როცა პირდაპირ ხაზგასმულია წერილში, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა. საქართველოს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი არის ყურაშვილი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ და ფაქტია, რომ ამან მოახდინა გვალენა. გამიკვირდა, მიუხედავად ყველაფრისა, - ამბობს ბერიძე. 

ახალგზრდა ქალი ამბობს, რომ მისი სამაგალითოდ დასჯის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მიიღო და ამაში ზუგდიდის საკრებულოს წევრი დაეხმარა. ხათუნა ბერიძე ბოლომდე ბრძოლას აანონსებს.  

მსგავსი სიახლეები