ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისა და ზაზა ავალიანის მოულოდნელი ვიზიტი რესპუბლიკურში - რას აპირებენ ექიმები

04.04.23 11:27
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისა და ზაზა ავალიანის მოულოდნელი ვიზიტი რესპუბლიკურში - რას აპირებენ ექიმები

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ზაზა ავალიანი მივიდნენ.

"პირველებისთვის" ცნობილია, რომ მათ ექიმებთან გასაუბრება სურთ, თუმცა ექიმები შეხვედრაზე შესვალას არ აპირებენ, რადგან ამბობენ, რომ მათი მოთხოვნა ზაზა ავალიანის თანამდებობიდან გადაყენებაა, რასაც ჯანდაცვის უწყება ამ ეტაპზე არ აპირებს.

რაც შეეხება მთავარ მოთხოვნას, ცნობილია, რომ მედიკოსებსა და ექიმებს შორის გუშინ ჯანდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთი უშედეგო მოლაპარაკების რაუნდი გამართა.

ახლა მედიკოსები აზარაშვილისგან ელოდებიან კონკრეტული გეგმის წარდგენას, თუმცა სანამ ეს გეგმა იქნება წარდგენილი, ექიმები ამბობენ, რომ პროტესტი ყოველ დღე, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

"ჩვენი მოთხოვნები არის ისევ და ისევ იგივე. უწყვეტი მუშაობის პროცესი და ზაზა ავალიანის გადადგომის მოთხოვნა. იმ შემთხვევაში თუ არ იქნება კონცეფციაში ჩვენი ინტერესი, ჩვენი პროტესტი გაგრძელდება.ელოდებიან შესაბამის დასკვნებს და იმ დასკვნების მიხედვით გახდება საბოლოო კონცეფცია ცნობილი", - ამბობენ ექიმები.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი 2 კვირაზე მეტია მიმდინარეობს. მათი მთავარი მოთხოვნაა, არ მოხდეს საავადმყოფოს დემონტაჟი და მიეცეთ მედიკოსებს შესაძლებლობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ მუშაობა.

 

 

მსგავსი სიახლეები