მზადება სტრასბურგისთვის - სააკაშვილი ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნის მოლოდინშია
მესამე პრეზიდენტი სახალხო დამცველის ექიმების ჯგუფის დასკვნის მოლოდინშია. როდის გამოქვეყნდება ოფიციალური დოკუმენტი ჯერ უცნობია, თუმცა კონსილიუმის წევრები სამედიცინო დასკვნაზე ახლაც მუშაობენ.
გიული ალასანია ამბობს, რომ აღნიშნული დასკვნა სტრასბურგში გადასაგზავნ საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნება.
დასკვნა კარგია რომ იქნება, იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარია აქ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და აი, ამ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უკანასკნელი ცნობები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მე ასე ვფიქრობ. უკვე რამდენი ხანია მინდა, რომ დავძრათ საქმე შემდგომ ინსტანციებში. ალბათ, ვფიქრობ, რომ ადვოკატებს, ვინც მუშაობს ახლა ამ თემაზე, უნდათ ალბათ, რომ გადაახედონ ჩემს შვილსაც, - ამბობს ალასანია.
"ვივა-მედიდან" გამოსულმა კონსიულიუმის წევრებმა უკვე თქვეს, რომ პრეზიდენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ექდპერტები არც ლეტალურ შედეგებს გამორიცხავენ.