საქართველო ევროკავშირის 27 ქვეყნის ვერდიქტის მოლოდინში - ევროკავშირის ელჩი რეკომენდაციების შესრულებაზე საუბრობს
საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირის 27 ქვეყანა და მიიღებს თუ არა ქვეყანა კანიდატის სტატუსს.
პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველოს პროგრესს ევროკავშირის წლის ბოლოს შეაფასებს.
ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიენიჭებინა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა. ახლა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისთვის სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ საქართველოს პროგრესს წლის ბოლოს შევაფასებთ. 27 სახელმწიფო საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს. იმედი მაქვს, იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება და საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს. მაგრამ ეს გზის დასასრული არ არის. თუ კანდიდატის სტატუსს მიიღებთ, კიდევ ბევრი ნაბიჯი იქნება გადასადგმელი ევროკავშირის წევრობამდე. ჩვენი დელეგაცია აქ იმისთვის ვართ, რომ საქართველოს ევროპულ გზას მხარი დავუჭიროთ. ევროკავშირის წევრობა საქართველოს უზარმაზარ სარგებელს მოუტანს, ეს ნიშნავს სტაბილურობას, სიმშვიდეს კეთილდღეობას, ცხოვრების მაღალ დონეს", - ამბობს ელჩი.