"საქართველომ უნდა აირჩოს - ან ისტორიის სწორ მხარეს დგას, ან არა" - რინკევიჩის გაფრთხილება "ოცნებას"
"საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აირჩიოს ისტორიის რომელ მხარეს დგას" -„ქართულმა ოცნებამ„ კიდევ ერთი გაფრთხილება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მიიღო.
რინკევიჩმა არ დამალა იმედგაცრუება საქართველოს ხელისუფლების ლიდერების განცხადებებთან დაკავშირებით და თქვა, რომ არავინ ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას.
მეტიც, ედგარს რინკევიჩმა "ამერიკულ ხმასთან" მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ლიდერების რჩევებს არ გაითვლისწინებს და ანტიდასვლურ პროპაგნადას გააგრძელებს, მაშინ ევროკავშირის მხადაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს.
თუკი უკრაინა გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს საქართველოც, თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ ყველანი დავმარცხდებით, საქართველოს ჩათვლით. ეს არ ნიშნავს არავის ომში ჩათრევას. ესაა იმ ქვეყნის დახმარება, რომელიც თავისუფლებისთის იბრძვის. თქვენ ან ისტორიის სწორ მხარეს დგახართ, ან არა. ეს არჩევანი საქართველოს გასაკეთებელია, ჩვენ აქ ვართ, რომ დაგეხმაროთ, მაგრამ ჩვენ არ ვართ იმისთვის, რომ მთავრობას თავს რამე მოვახვიოთ, თუ ის გადაწყვეტს, რომ უგულებელყოს ჩვენი მეგობრული რჩევები. მაგრამ მაშინ მოდით, ნუ გვექნება მოლოდინი, რომ იქნება ევროკავშირის ბევრი წევრი სახელმწიფო, რომელიც იტყვის, რომ საქართველო მზადაა შემდეგი ნაბიჯისთვის. ამიტომ ახლა ბევრია დამოკიდებული თავად საქართველოზე".- ამბობს რინკევიჩი.