"თქვენ ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვით... დარწმუნებული ვარ, ერთად ვიქნებით ევროპაში" - ზურაბიშვილი უკრაინელებს

04.04.23 12:10
"თქვენ ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვით... დარწმუნებული ვარ, ერთად ვიქნებით ევროპაში" - ზურაბიშვილი უკრაინელებს

"თქვენ ჩვენი თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვით - დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ვიქნებით ევროპაში"- საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა უკრიანელ ხალხს.

სალომე ზურბიშივლმა ომში მყოფ ქვეყნას კიდევ ერთხელ მხარადაჭერა ლიეტუადან გამოუცხდა, სადაც ის ოფიცალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილმა მონაწილეობა სეიმის თავმჯდომარესთან ერთად უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდამჭერ შეხვედრაშიც მიიღო,  რომელიც კათედრალის მოედანზე ოკუპანტების მიერ მოკლული და ნაწამები ადამიანების პატივსაცემად ჩატარდა.

"მინდა ყველას მოგესალმოთ. ეს ნამდვილად სპონტანური შეხვედრაა, არ იყო სიტყვით გამოსვლა დაგეგმილი. უბრალოდ მსურდა ეს მომენტი თქვენთან ერთად გამეზიარებინა და თქვენამდე მომეტანა ქართველი ხალხის სოლიდარობა. 

რამდენიმე დღის წინ, სხვა ლიდერებთან ერთად, ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაში დისტანციურად მივიღე მონაწილეობა, რადგან იმ დროს საპარლამენტო გამოსვლა მქონდა, სადაც წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ ბუჩას ტრაგედიაში დაღუპულების ხსოვნას, რომელიც ყველა იმ ტრაგედიის სიმბოლოა, რასაც  დღეს უკრაინა განიცდის. 

მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აქ, ლიეტუვაში ყოფნისას ისაა, რომ ლიეტუვა ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც უკრიანისა და საქართველოს მსგავსად იცის, რას ნიშნავს რუსეთის ოკუპაციისა და აგრესიის გამოცდილება. 

ევროპაში მრავალი ადამიანი იმეორებს, რომ თქვენ ჩვენი მომავლისა და  ჩვენი თავისუფლებისათვის იბრძვით, მაგრამ ჩვენ ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, რომ თქვენ ჩვენი თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვით. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ვიქნებით ევროპაში და ეს თქვენი, თქვენი მეომრებისა და თქვენი მოქალაქეების გამორჩეულად მამაცური ბრძოლის დამსახურება იქნება, რომლებიც  ერთად ახორციელებენ ამ გამორჩეულ წინააღმდეგობას.  

დიდება უკრაინას!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი სიახლეები