ხმაური პარლამენტში - სამადაშვილის გამოსვლამ "ოცნება" გააბრაზა

04.04.23 13:22
ხმაური პარლამენტში - სამადაშვილის გამოსვლამ "ოცნება" გააბრაზა

ხმაურია ამ წუთებში პარლამენტში. სხოდმათა დარბაზში მანდატურის სამსახურია მობილიზებული.  ჩხუბი სალომე სამადაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დაიწყო. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელისუფლება ლაზარე გრიგორიდისის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. 

"ლელოს" წევრის განცხადებას თავდაპირველად "ოცნების" დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში მაგიდებზე ხელების ბრახუნით უპასუხეს, შემდეგ კი კონფლიქტში შალვა პაპუაშვილიც ჩაერთო.

მინდა მადლობა ვუთხრა ლაზარე გრიგორიადისს, იმიტომ, რომ ლაზარესნაირმა იბრძოლეს საკუთარი ქვეყნისთვის და დღეს ამ ქვეყნის და მისი ევროპული მომავლის დამცველებს სამარცხვინო იაფფასიანი მედროვეები, მაკა ბოჭორიშვილის მსგავსი, რომელიც 8 წლის მანძილზე მუშაობდა "ნაციონალური მოძრაობის" დროს ევროკავშირში ჩვენს მისიაში. დადიოდა 2012 წელს და ევროპულ ინსტიტუციებში საუბრობდა იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო რუსი ოლიგარქი და დღეს ამ დარბაზიდან საუბრობს იმაზე, რომ თურმე მაშნდელი ხელისუფლება არაფერს აკეთებდა ევროინტეგრაციისთვის. სიმართლე არის მარტივი, აი, მხოლოდ ასეთი ხალხი დაგრცათ თქვენ, "ქართულო ოცნებავ" - მედროვე. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ერთი ხელით შეიტანა განაცხადა ევროკავშირშ და მეორე ხელით მიიღო აქ, ამ დარბაზში რუსული კანონი, რომ ჩაეშალ ჩვენი ევროპული პერსპექტივა და არ გაგივიდათ. არ გაგივიდათ სწორედ იმიტომ, რომ ჩენმა თანამოქალაქეებმა იბრძოლეს ამ მომავლისთვის და შეგახსენებთ, რომ თქვენ თვალი ამოთხარეთ ადამიანს, - თქვა სამადაშვილმა. 

სიტყვით გამოსვლის შემდეგ პარლამენტის თავმდჯომარემ სამადაშვილს ჰკითხა, გადაუხდის თუ არა ის მადლობას ლაზარეს, თუკი მისი ბრალეულობა დამტკიცდება.

ოპოზიციის წევრმა პაპუაშვილს უპასუხა, რომ ხელისუფლებმა უდანაშაულობის პრეზუმცია უკვე დაარღვია, რადგან ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ უკვე გამოაცხადა.

 

მსგავსი სიახლეები