გოგაშვილის საქმე ძალიან მძიმე, შავი ლაქაა "ოცნებისთვის" - ანა ნაცვლიშვილი
სუს-ის ყოფილი შეფი განაჩენის მოლოდინში - "ლელოს" წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, თუ სოსო გოგაშვილის საქმე, როგორც არ უნდა დასრულდეს ის, ძალიან მძიმე, შავი ლაქაა "ოცნებისთვის".
თუ ის დამნაშავეა, ეს ძალიან მძიმე, შავი ლაქაა "ქართული ოცნებისთვის", იმიტომ, რომ ასეთი კაცი კურირებდა სახელმწიფო უსაფრთხოებას. თუ ის უდანაშაულოა, "ოცნებისთვის" ესეც მძიმე ლაქაა, იმიტომ, რომ მათ წამოიწყეს ეს საქმე. როგორც არ უნდა დამთავრდეს გოგაშვილის საქმე ქართულ მართლმსაჯულებაში, "ოცნებისთვის" ეს ადამიანი და მისი საქმე არის მძიმე, შავი ლაქა, იმიტომ, რომ მას არ ებარა ჩვეულებრივი პოზიცია, ის იყო პასუხისმგებელი სახელმწიფო უსაფრთხოებაზე". - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
გაუშვებს თუ არა ციხეში 7 წლით "ქართული ოცნება" სუს-ის ექს-შეფს? სოსო გოგაშვილი ხელისუფლების განაჩენის მოლოდინშია. 9 თვიანი მსჯელობა გახმაუარებულ საქმეზე დღეს გოგაშვილის საბოლოო სიტყვით დასრულდება. სპეცსამსახურების ყოფილი შეფს სასამართლში საბადრაგო სამსახურის წევრები ცოტა ხანში მიიყვანენ.