სინამდვილეში არც რუსული კანონი არსებობს და არც "რუსული ოცნება" - მარიკა ბოჭორიშვილი

04.04.23 13:32
სინამდვილეში არც რუსული კანონი არსებობს და არც "რუსული ოცნება" - მარიკა ბოჭორიშვილი

მმართველი გუნდის წევრი მარიკა ბოჭორიშვილი დღეს ამტკიცებდა, რომ არც რუსული კანონი არსებობდა და არც "რუსული ოცნება". ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბოჭორიშვილის მტკიცებით, ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის გამყოფად ჩადგომა ოპოზიციის ინტერესშია. 

სინამდვილეში არც რუსული კანონები არსებობს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი იღებს, არც რუსული ხელისუფლება, როგორც ამას ცდილობთ წარმოაჩინოთ, არც „რუსული ოცნება“, რომელზეც თქვენ ალბათ ოცნებობთ და არც საკნის ნაცვლად საავადმყოფოში განთავსებული სააკაშვილი არის პუტინის პატიმარი. ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს დღეს ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის გამყოფად ჩადგომა. თქვენ ამის გაკეთებას ცდილობთ, - ამბობს მარიკა ბოჭორიშვილი. 

მსგავსი სიახლეები