გოგაშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, რომ არა მისი მხრიდან მხილება, ის პატიმრობაში არ იქნებოდა - ადვოკატი

04.04.23 13:40
გოგაშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, რომ არა მისი მხრიდან მხილება, ის პატიმრობაში არ იქნებოდა - ადვოკატი

სოსო გოგაშვილის ადვოკატს სასამართლოს მხრიდან გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი არ აქვს.

რამაზ ჩინჩალაძე ამბობს, რომ სუს-ის ყოფილი შეფის მიმართ წარმოებული საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული და მისი თქმით, რომ არ ყოფილიყო გოგაშვილის მხრიდან მხილების სერიები, ის დღეს პატიმრობაში არ იქნებოდა.

თუ მოსამართლე დაეყრდნობა მხოლოდ მტკიცებულებებს და მის შინაგან რწმენას, აქ ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მიღებულ იქნას, ეს არის მხოლოდ გამამართლებელი განაჩენი. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს იმისი მოლოდინი, რომ სასამართლო იქნება ზეგავლენისაგანა თავისუფალი და სამწუხაროდ, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, არ ველოდებით მის გამართლებს. იოსებ გოგაშვილის მიმართ წარმოებული საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული და რომ არ ყოფილიყო გოგაშვილის მხრიდან მხილება სხვადასხვა შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში, ის დღეს არ იქნებოდა პატიმრობაში". - ამბობს ადვოკატი.

გაუშვებს თუ არა ციხეში 7 წლით "ქართული ოცნება"  სუს-ის ექს-შეფს? სოსო გოგაშვილი ხელისუფლების განაჩენის მოლოდინშია. 9 თვიანი მსჯელობა გახმაუარებულ საქმეზე დღეს გოგაშვილის საბოლოო სიტყვით დასრულდება. სპეცსამსახურების ყოფილი შეფს სასამართლში საბადრაგო სამსახურის წევრები ცოტა ხანში მიიყვანენ.

მსგავსი სიახლეები