"ფაშისტურ ბულინგს ვერ გაუძლეს" - კობახიძე პარლამენტიდან გასულ დეპუტატებზე

04.04.23 13:53
"ფაშისტურ ბულინგს ვერ გაუძლეს" - კობახიძე პარლამენტიდან გასულ დეპუტატებზე

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგე დეპუტატებმა პარლამენტი მხოლოდ იმიტომ დატოვეს, რომ ოპოზიციის "ფაშისტურ ბულინგს" ვერ გაუძლეს. 

5-მა დეპუტატმა დატოვა პარლამენტი გამომდინარე იქიდან, რომ მათ, უბრალოდ, არ უღირდათ ფაშისტური ბულინგის გაძლება, არ უღირდათ უბრალოდ, ადამიანური ამბავია. პარლამენტის რიგები შეივსო, 5 დეპუტატით შეივსება. დღეს იქნება კენჭისყრა და რიგითობით შემოვიდნენ შესაბამისი დეპუტატები პარლამენტში. რაც შეეხება დავით სერგეენკოს, ჩვენ პირადად გვქონდა მასთან არაერთი შეხვედრა, გვაქვს კონსულტაციები, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ რაიმე გადაადგილება იქნება გუნდის ფარგლებში, ამაზე ჩვენგან მიიღებთ ინფორმაციას, - თქვა კობახიძემ.

 "ქართული ოცნება"  ურჩ დედეპუტატებს  მორჩილი კადრებით ანაცვლებს. ხუთი დეპუტატის უფლებამოსილებას საკანონმდებლო ორგანო მხარს დღევანდელ სესიაზე დაუჭერს.

მსგავსი სიახლეები