ხელისუფლება ლაზარეს საქმეზე რაღაცას მალავს - ლაზარესთან არც ანა წითლიძე შეუშვეს

04.04.23 13:20
ხელისუფლება ლაზარეს საქმეზე რაღაცას მალავს - ლაზარესთან არც ანა წითლიძე შეუშვეს

პარლამენტის თავმჯდომარემ ლაზარე გრიგორიადისთან შესვლაზე უარი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დეპუტატ ანა წითლიძესაც უთხრა. 

ენმ-ს წევრის თქმით, შალვა პაპუაშვილს უარის მიზეზი არ დაუსაბუთებია, რაც აჩენს ეჭვს, რომ ხელისუფლება რაღაცას მალავს. 

რის საფუძველზე არ გვაძლევს შალვა პაპუაშვილი შესვლის უფლებას ეს არის გაურკვეველი. პასუხი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარისგან მივიღეთ, არის უბრალოდ - არა. სხვა დამატებით დეტალებს თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, პარლამენტის თავმჯდომარე არ გვეუბნება. 

ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ხელიუფლებას ლაზარეს საქმესთან დაკავშირებით დასამალი რაღაც აქვს, ამიტომაც არ უნდა, რომ პარლამენტის დეპუტატებს მასთან კომუნიკაცია ჰქონდეთ. ჩვენ ადვოკატის მეშვეობით მოვისმინეთ, რომ ლაზარეზე მისი დაკავების მომენტიდან მიმდინარეობდა ზეწოლა და დაირღვა მისი უფლებები"- თქვა ანა წითლიძემ. 

გრიგორიადისთან შეხვედრა პარლამენტის წევრმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ მას აღიარებითი ჩვენება პოლიციაში  იძულებით მიაცემინეს.

ციხეში  მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა განხორციელდა და თმა ნების საწინაარმდეგოდ გადაპარსეს. 

 

მსგავსი სიახლეები