გოგაშვილი აკეთებს განცხადებებს, რომლის უკანაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს - მიქანაძე

04.04.23 13:59
გოგაშვილი აკეთებს განცხადებებს, რომლის უკანაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს - მიქანაძე

"ქართული ოცნების" წევრი გივი მიქანაძე სრული ნდობას უცხადებს მართლმსაჯულებას და ამბობს, რომ სასამართლო სოსო გოგაშვილის საქმეზე სამართლიან გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

მიქანაძე ასევე ეხმაურება სუს-ის ყოფილი შეფის მხილების სერიებს და ამბობს, რომ გოგაშვილს არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნია და ასეთ სიტუაციაში გამოძიების დაწყების საფუძველს ვერ ხედავს.

აბსოლუტურად სრული ნდობა აქვს მართლმსაჯულებას, თუ ისინი გადაწყვეტენ,  რომ ეს ბრალეულობა კონკრეტულად დამტკიცებულია და დამნაშავედ ცნობენ, მაშინ განსაზღვრავენ სასჯელს. თუ იტყვიან, რომ არ არის მტკიცებულებები საკმარისი, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. საქმე, რა თქმა უნდა, არ არის პოლიტიკურად მოტივირებული. ეს ადამიანი აკეთებს განცხადებებს, რომლის უკანაც არანაირი გამამყარებელი ფაქტობრივი მასალა არ არსებობს. ახლა, რამდენი ადამიანიც რაღაცას განაცხადებს მტკიცებულების გარეშე, ამ ყველაფრის შესწავლა და გადამოწმება თუ დაიწყო, დამერწმუნეთ, არანაირი რესურსი არ ეყოფა ამ ყველაფერს".- ამბობს მიქანაძე.

გაუშვებს თუ არა ციხეში 7 წლით "ქართული ოცნება"  სუს-ის ექს-შეფს? სოსო გოგაშვილი ხელისუფლების განაჩენის მოლოდინშია. 9 თვიანი მსჯელობა გახმაუარებულ საქმეზე დღეს გოგაშვილის საბოლოო სიტყვით დასრულდება. სპეცსამსახურების ყოფილი შეფს სასამართლში საბადრაგო სამსახურის წევრები ცოტა ხანში მიიყვანენ.

მსგავსი სიახლეები