გრიგორიადისის მონახულება არ გახლავთ დეპუტატის უფლება... პოლიტიზირების საფრთხეს ვხედავ - პაპუაშვილი

04.04.23 14:08
გრიგორიადისის მონახულება არ გახლავთ დეპუტატის უფლება... პოლიტიზირების საფრთხეს ვხედავ - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მონახულების უფლება არ მისცა, რადგან, მისი თქმით, "პენიტენციურ დაწესებულებში შესვლა და მონახულება არ გახლავთ დეპუტატის უფლება

გარდა ამისა, პაპუაშვილი ამბობს, რომ საკითხის პოლიტიზირების საფრთხეს ხედავს. 

"პენიტენციურ დაწესებულებში შესვლა და მონახულება არ გახლავთ დეპუტატის უფლება, ეს გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის უფლება, რომლის დელეგირებაც მას შეუძლია პარლამენტის წევრზე. არანაირი უფლება პარლამენტის წევრის არ არსებობს, არის პარლამენტის თავმჯდომარის, რომლის დისკრეციაც არის ამ უფლებამოსილების დელეგირებას, მოახდენს თუ არა პარლამენტის წევრზე.

სხვა შემთხვევაშიც მითქვამს, რომ სამწუხაროდ, ამ უფლების გამოყენება ხდება ექსტენსიურად პარლამენტის წევრების მხრიდან და ცდება ხოლმე იმ ზღვარს, რომელიც არის წესით განსაზღვრული, როდესაც არის უფლებებთან დაკავშირებით, ან სხვა მხრივ ინტერესი მონახულების. 

ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, თქვენ იცით, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა ეს კონკრეტული ბრალდებული პირი, ასევე მისი ადვოკატი შეუფერხებლად შედის შიგნით, ყველაფერი საჯარო არის და არ მგონია, რომ არსებობს დამატებითი საჭიროება უფლებრივი მხრივ აქ ჩარევის, ან მონახულების და ასე შემდეგ. მეორე მხრივ მე ვხედავ საფრთხეს პოლიტიზირების ამ საკითხის", - თქვა პაპუაშვილმა. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ლაზარე გრიგორიადისთან შესვლაზე უარი "ლელოს" წევრს ანა ნაცვლიშვილს და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დეპუტატ ანა წითლიძეს უთხრა. 

მსგავსი სიახლეები