დავით კაჭარავას მივლინებებში 2022 წელს ბიუჯეტიდან 21,338 ლარი დაიხარჯა - "სტუდია მონიტორი"
"ოცნებიდან" ფორმალურად გამიჯნული "ხალხის ძალის" დეპუტატის, დავით კაჭარავას სამსახურებრივ მივლინებებზე 2022 წელს ბიუჯეტიდან 21,338 ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო მედია პლატფორმა "სტუდია მონიტორი" ავრცელებს.
"სტუდია მონიტორის" ინფორმაციით, კაჭარავამ აღნიშნულ პერიოდში მივლინებით სამხრეთ აფრიკაში, ესპანეთში და დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა.