ბოჭორიშვილი ოპოზიციას: ჩრდილოელი მეზობელი აქციეთ ყველაზე გაუფასურებულ იარლიყად და ყველაფერს დაარქვით რუსული
ვროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ოპოზიციამ ყველაფერს „რუსული“ დარქვა და „ჩრდილოელი მეზობელი გაუფასურებულ იარლიყად აქცია“.
„საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობის ხელმყოფი ჩრდილოელი მეზობელი, წესით, ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლაში რომ უნდა გვაერთიანებდეს, აქციეთ ყველაზე გაუფასურებულ იარლიყად და ყველაფერს დაარქვით რუსული"- მიმრთა მან ოპონენტებს.
მისი თქმით, სინამდვილეში, არც „რუსული კანონები“ არსებობს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი იღებს, არც „რუსული ხელისუფლება“,
როგორც ამას ცდილობთ რომ წარმოაჩინოთ, არც „რუსული ოცნება“, რომელზეც ალბათ თქვენ ოცნებობთ და არც საკნის ნაცვლად საავადმყოფოში განთავსებული სააკაშვილი არის „პუტინის პატიმარი“. სინამდვილეში არსებობს „რუსული მიზანი“, რომელსაც ზოგი შეგნებულად, ზოგიც ალბათ გაუცნობიერებლად, ერთგულად ემსახურებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.