თუ დადასტურდა, რომ ლაზარემ ცეცხლი წაუკიდა სხვას, მადლობას ეტყვით? - პაპუაშვილი სამადაშვილს

04.04.23 14:26
თუ დადასტურდა, რომ ლაზარემ ცეცხლი წაუკიდა სხვას, მადლობას ეტყვით? - პაპუაშვილი სამადაშვილს

სალომე სამადაშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისისადმი გადახდილი მადლობა პარლამენტის თავმჯდომარისთვის აღმაშფოთებელი აღმოჩნდა.

პლენარულ სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა სამადაშვილს ფარისეველი უწოდა და ჰკითხა, გადაუხდიდა თუ არა "ოცნების" მერ ციხეში გაშვებულ 21 წლის ლაზარეს მადლობას მაშინაც, თუ დადასტურდა, რომ ის დამნაშავეა.

ქალბატონო სალომე, თქვენ ახლა გამოსვლაში, ერთ-ერთ ბრალდებულს გადაუხადეთ მადლობა. მე მაინტერესებს, თუ დადასტურდა, რომ ამ ადამიანმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა სხვა ადამიანს, მადლობას გადაუხდით, თუ არა? მაინტერესებს, თუ დადასტურდა, რომ ამ ადამიანმა ბენზინი გადაასხა სხვა ადამიანს და ცეცხლი წაუკიდა, გადაუხდით თუ არა მას მადლობას კვლავ? არა, მითხარით, კი თუ არა.

არ გაქვთ ამაზე პასუხი? კითხვის არსი ხომ გესმით? შეგიძლიათ გაიგოთ კითხვა? ანუ, არ პასუხობთ ამ კითხვას. მე მგონი, მთელი თქვენი ფარისევლობა ამაში არის, რომ არ პასუხობთ კითხვას მაინც. მე ასე გავიგე, რომ თუ დადასტურდა, რომ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა სხვა ადამიანს, თქვენ მაინც მადლობას გადაუხდით, ასე გავიგე. გასაგებია, თქვენ ამბობთ, რომ მადლობას გადაუხდით, თუკი დადასტურდა, რომ მან ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, თქვენ მაინც მადლობას გადაუხდით. იმიტომ, რომ სწორად დაასხა ბენზინი და სწორად წაუკიდა. ამას გულისხმობთ, ხომ? გასაგებია თქვენი დამოკიდებულება, გასაგებია", - თქვა პაპუაშვილმა.

"ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის სხდომაზე ხელისუფლება ლაზარე გრიგორიდისის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა და 21 წლის ახალგაზრდას მადლობა გადაუხადა.