კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში პრეზიდენტიც ჩაერთო - ირაკლი კობახიძე

04.04.23 13:23
 კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში პრეზიდენტიც ჩაერთო - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე პრეზიდენტის წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილი "კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში" მონაწილოებაში ღიად დაადანაშაულა. 

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ პრეზიდენტს ოპოზიციის თანამზრახველი უწოდა: 

რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ აწარმოებს აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. თქვენ ნახეთ სალომე ზურაბიშვილი, როდესაც მას საქართველოს პარლამენტში მოხსენება ჰქონდა, პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და არც წელს იმსახურებს. ანუ ისიც ჩაერთო კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში. ისინი არ მალავენ საკუთარ სურვილს, ერთადერთი ინტერესი არის კანდიდატის სტატუსის საბაბად გამოყენება ქვეყნის ასარევად.

ეს ინტერესი აქვს საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას და იგივე ინტერესი აქვთ მათ პატრონებს. მათ ვუწოდებთ ხოლმე ჩვენ გლობალური ომის პარტიას"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები