იცავთ ადამიანებს, რომლებიც პოლიციელების ცოცხლად დაწვას ცდილობდნენ, თქვენი გენეტიკური კოდი ძალადობაა - მდინარაძე ოპოზიციას

04.04.23 14:41
იცავთ ადამიანებს, რომლებიც პოლიციელების ცოცხლად დაწვას ცდილობდნენ, თქვენი გენეტიკური კოდი ძალადობაა - მდინარაძე ოპოზიციას

"ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს მოძალადეები უწოდა.

მდინარაძემ თქვა, რომ  სწორედ გენეტიკურად მოძალადე კოდის მქონე ადამიანები იცავენ ადამიანს, რომელიც, დეპუტატის მტკიცებით, პოლიციელის ცოცხლად დაწვას ცდილობდა.

„როდესაც ჩვენ იმაზე ვლაპარაკობთ, რომ თქვენ მოძალადეებს, ადამიანებს, რომლებსაც ბრალი ედებათ უმძიმეს დანაშაულში, რომლებიც ცდილობდნენ ადამიანების, პოლიციელების ცოცხლად დაწვას, ამას უჭერ მხარს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი გენეტიკური კოდი არის ძალადობა. ეს გენეტიკური კოდი იყო თავის დროზე თქვენი დომინანტი მასაზრდოებელი და მამოძრავებელი. დღეს, დიახ, ბრალი ედება ადამიანს სხვა ადამიანის, პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობაში და მას უჭერთ მხარს, ეს არის თქვენი გენეტიკური კოდი“, - აღნიშნა მდინარაძე.