ეს არის ტყუილი - კობახიძე გრიგორიადისისთვის თმის გადაპარსვაზე
ლაზარე გრიგორიადისისთვის თმის გადაპარსვას ირაკლი კობახიძე ტყუილს უწოდებს.
"ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყება გააკეთებს განმარტებას.
კობახიძის თქმით, პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდება უმძიმესი მოვლენაა და ამაზე სათანადო პასუხია საჭირო.
"რაც შეეხება თავის გადაპარსვას, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს არის ცალსახად ტყუილი. თუმცა ჯობია, შესაბამისმა უწყებამ გააკეთოს ამასთან დაკავშირებით განმარტება.
სამართლებრივ კვალიფიკაციას ამ საქმეს ვერ მივცემ, ვერ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, თუმცა, რაც შეეხება ძალადობას, პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას, სახელმწიფო ქონების დაზიანებას და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის უმძიმესი მოვლენები და ამაზე საჭიროა სათანადო პასუხი, მათ შორის პრევენციისთვის."- ამბობს კობახიძე.