"საქართველოში რეფორმების პროცესი დამუხრუჭებულია" - ევროსაბჭოს საგანგაშო დასკვნა

04.04.23 15:28
"საქართველოში რეფორმების პროცესი დამუხრუჭებულია" - ევროსაბჭოს საგანგაშო დასკვნა

რეფორმების პროცესი საქართველოში დამუხრუჭებულია. "ქართული ოცნება" ევროკავშირის წინააღდმდეგ სვლაში ევროსაბჭომაც ამხილა. საქართვლოდან წასულმა საპარლამენტო ასაბლეის წევრებმა საგანგაშო  დასკვნა ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვეს. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ პოლიტიკური მტრობა და პოლარიზაცია საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს უშლის. დასკვნის თანახმად, პრობლემურია სასამართლო რეფორმაც და კლანი, რომლის ძალაუფლებაც ძლიერდება. დოკუმენტში საუბარია სამოქალაქო სექტორზე ხელისუფლების მიერ ორგანიზებული თავდასხმებზეც.

ორგვერდიანი დოკუმენტი მხოლოდ პირველადი შეფასებაა იმ შთაბეჭდილებების, რომელიც ევროსაბჭოს დელეგაციას შეექმნა. 

საქართველოს ევროინტეგრაციის ამ მნიშვნელოვან მომენტში რეფორმების პროცესი აშკარად დამუხრუჭებულია. საქართველო გზაჯვარედინაზეა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, დაძლიონ უკიდურესი მტრობა და პოლარიზაცია, გვერდით გადადონ ვიწროპარტიული ინტერესები და ერთობლივად იმუშაონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან ევროკომისიის მიერ დასახული 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, რათა საქართველომ შეძლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, - ნათქვამია დოკუმენტში. 

12 რეკომენდაციის გარდა, დასკვნაში საუბარია სამოქალაქო სექტორზე განხორციელებულ თავდასხმებზეც. ევროსაბჭოს წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ იქნეს გამოძიებული აღნიშნული საქმეები. 

გახშირებულია ანონიმური თავდასხმები, რომლებიც ხორციელდება სამოქალაქო სექტორზე ფიზიკური ძალადობის საფრთხეებსაც კი შეიცავს. აქტიური და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არსებობს საქართველოში, აუცილებელია კარგად ფუნქციორებადი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიძიონ თავდასხმები, რომლებიც მიზნად ისახავს ამ ორგანიზაციების გაჩუმებას  დასტუგამტიზაციას, - ნათქვამია დასკვნაში

ევროსაბჭოს ყურადღება ასევე დეოლიგარქიზაციის კანონზე გამახვილდა. დასკვნაში მოხვდა მიხეილ სააკაშვილის საქმეც.