"უფალს მივენდობი, ის ყველას გამოუტანს განაჩენს" - გოგაშვილის ცოლს სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს
სუს-ის ყოფილი შეფი საქალაქო საამართლოშია. მხარეები ამ წუთებში, საქალაქო სასაამართლოში იკრიბებიან.
ოჯახს სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს.
მე მგონია, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მოსამართლე არ მიიღებს და მაგათ კონსტიტუციებში და მათ მუხლებში რომ შეიძლებოდეს 10-15 წელი, შეიძლება ისიც კი მიეცათ.
მე ამიტომ უფალს მივენდობი. უფლის ნებაა. უფალი მათ ყველას განაჩენს გამოუტანს. არა ამრტო მათ, ყველას, ვინც ამ ბინძურ საქმეში იყო მონაწილე", - ამბობს გოგაშვილის ცოლი.
სუს-ის ყოფილი შეფის ოჯახი ბოლომდე ბრძოლას აანონსებს და ამბობს, რომ საქმეს ევროსასამართლომდე მიიტანს.
გაუშვებს თუ არა ციხეში 7 წლით "ქართული ოცნება" სუს-ის ექს-შეფს? სოსო გოგაშვილი ხელისუფლების განაჩენის მოლოდინშია. 9 თვიანი მსჯელობა გახმაუარებულ საქმეზე დღეს გოგაშვილის საბოლოო სიტყვით დასრულდება.