სახლიდან ამოღებულ კომპიუტერზე და დისკებზე გოგაშვილის დნმ არ არის აღმოჩენილი - ადვოკატის ხმაურიანი განცხადება
გადამწყვეტი სხდომის დაწყების წინ სოსო გოგაშვილის ადვოკატმა ხმაურიანი განცხადება გააკეთა.
რამაზ ჩინჩალაძე ამბობს, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სახლიდან ამოღებულ კომპიუტერზე, დისკებზე და ფლეშკებზე სოსო გოგაშვილის დნმ არ არის აღმოჩენილი.
ეს დაცვის მხარისთვის დამატებითი მტკიცებულებაა, რომ აღნიშნული ნივთები, რომლებიც გოგაშვილის სახლიდან სამართლადამცველებმა ამოიღეს, საკუთარი ხელით მიიტანეს ავთო ვარაზის ქუჩაზე და ჩადეს იმისთვის, რომ შემდეგ სუს-ის ყოფილი შეფის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღეძრათ.
იოსებ გოგაშვილის სახლში ჩადეს, როგორც ცეცხლსასროლი იარაღები ისე, ისე პერსონალური კომპიუტერი, მყარი დისკები და სდ დისკები, ე.წ. ფლეშკები და ა.შ. სადაც იყო უკანონო ინფორმაციები, მათ შორის სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რის შესახებაც გოგაშვილს აქვს ბრალი. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნულ ნივთებთან დაკავშირებით, გარდა იმ ცეცხლსასროლი იარაღებისა, რომლებიც გოგაშვილს ხელზე დაადეს, სხვა ნივთებზე არსად მისი დნმ არ ამოვიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ნივთებთან, რაც გოგაშვილის სახლში ჩადეს, არანაირი შეხება არ ჰქონია. როგორც წარმოგიდგენიათ, საკუთარ კომპიუტერზე, დისკებზე, რომლებსაც ყოველდღიურად იყენებთ, რომ თქვენი დნმ არ ამოვიდეს. არცერთ ნივთზე დნმ ამოსული არ არის. ეს მეტყველებს იმაზე, რასაც დაცვის მხარე და ოჯახი ამბობდა, რომ დაინახეს, როგორც დებდნენ იოსებ გოგაშვილის ოთახში სხვადასხვა ნივთებს, მათი ჩვენებები დადასტურებულია". - ამბობს ადვოკატი.
სუს-ის ყოფილი შეფი საქალაქო საამართლოშია. მხარეები ამ წუთებში, საქალაქო სასაამართლოში იკრიბებიან.
გაუშვებს თუ არა ციხეში 7 წლით "ქართული ოცნება" სუს-ის ექს-შეფს? სოსო გოგაშვილი ხელისუფლების განაჩენის მოლოდინშია. 9 თვიანი მსჯელობა გახმაუარებულ საქმეზე დღეს გოგაშვილის საბოლოო სიტყვით დასრულდება.