ოპოზიცია ცდილობს, გრიგორიადისი გმირად შერაცხოს - სარჯველაძე
"ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე დღეს პარლამენტშ ამტკიცებდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც რუსთაველზე რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვიდა, გმირი არ არის.
ოპოზიციის საპირისპიროდ მმართველი გუნდის წევრმა თქვა, რომ ლაზარეს მადლობას ვერ გადაუხდის.
როდესაც ოპოზიცია გამოდის განცხადებებით და ცდილობენ, რომ გმირად შერაცხონ ადამიანი, რომელიც გამოირჩა და საზოგადოებას გაეცნო როგორც მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი, აი, ეს არის პრობლემა და რა თქმა უნდა, ასეთ დროს აბსოლუტურად სწორია, რომ საზოგადოებას ვუთხრათ, ვინ არის ნამდვილი გმირი. მე მადლობას ვერ გადავუხდი ადამიანს, ვინც გაბედა და ისროლა მოლოტოვის კოქტეილი. აი, ამ პროცესს უნდა გაემიჯნოს ან მადლობები უნდა გადაუხადოს ვინმემ, - თქვა სარჯველაძემ.