ოპოზიცია საქართველოს ზურგში დანას არტყამს - მაია ბითაძე

04.04.23 16:29
ოპოზიცია საქართველოს ზურგში დანას არტყამს - მაია ბითაძე

ოპოზიცია საქართველოს ზურგში დანას არტყამს, - ამის შესახებ "ქართული ცონების" წევრმა მაია ბითაძემ პარლამენტში სესიაზე განაცხადა.

მმართველი გუნდის წევრის მტკიცებით, ხელისუფლების ოპონენტებს არ სურთ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი "ქართული ცონების" მმართველობის დროს მიიღოს. 

თუ კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ, ეს იქნება ქართველი ხალხისთვის და ჩვენც სწორედ თქვენთან ერთად ქართველი ხალხის არჩეულები ვართ. მოგმართავთ და ქართველ ხალხს მივმარტავ, რომ კარგად დავინახოთ, როგორ ურტყამს ჩვენი ოპოზიცია ზურგში დანას საქართველოს. თურმე არ სურთ მათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. რა ჰქვია ამას თუ არა ბოროტება? რა ჰქვია ამას, თუ არა გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე ისე, რომ ზიანი მიაყენონ ჩვენს შვილებს და ჩვენს თაობებს და გვმოძღვრავენ აქ, რომ თურმე რა კარგია ევროოკავშირი. გააკეთეთ რამე მაშინ ევროკავშირისთვის!, - თქვა ბითაძემ.