დისკვალიფიკაცია პოლიტიკური ნიშნით - ოპოზიციონერ აქტივისტს კარატეს ეროვნულ ფედერაციაში უფლებამოსლება შეუწყვიტეს
დისკვალიფიკაცია პოლიტიკური ნიშნით - ოპოზიციონერ აქტივისტს წულუკიანის გადაწყვეტილებით კარატეს ეროვნულ ფედერაციაში უფლებამოსლება შეუწყვიტეს.
ხათუნა ბერიძის დიკვალიფციაკციის მოტივი 29 მარტს „ქართული ოცნების" აქტივისტთან დაპირისპირება გახდა. მსაჯთა კოლეგიის წევრს და ოპოზიციონერ აქტივისტს 6 თვიანი დისკვალიფიკაციის განაჩენი პრეზიდიუმმა გამოუტანა. ხათუნა ბერიძე დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.
ეს არის პოლიტიკური დაკვეთა, შეკვეთა ირაკლი კობახიძის მიერ. ეს არის უბრალოდ მიზეზი, დიდი ხანია უნდათ და ყველა შეჯიბრებაზე მესაუბრებიან ქილიკით მიშაზე და აქციაზე. სირცხვილია, რომ პოლიტიკას სპორტისგან ვერ არჩევენ. აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვინაიდან განცხადებაშიც წერია ზუსტად იგივე ტექსტი, რასაც იყენებს "ოცნება" და მისი სატელიტი ტელევიზიები".- ამბობს ხათუნა ბერიძე.