სოსო გოგაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

04.04.23 16:52
სოსო გოგაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და 5 წელი მიუსაჯა.

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშილმა სუს-ის ექს შეფი წარდგენილ ხუთივე მუხლში დამნაშავედ გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადებას საბრალდებო სკამიდან უსმენდა სოსო გოგაშვილიც.

გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა. გოგაშვილების თქმით, სუს-ის მაღალჩინოსანი პოლიტპატიმარია. 

სოსო გოგაშვილს ბრალი ედებოდა სახელმწიფო საიდუმლოს განზრახ გახმაურებაში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ  მოპოვებასა და შენახვაში, სამსახურებივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელებაში და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში.