საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემენ, თუმცა დიდი დათქმებით - რიკარდ იოზვიაკი
საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება ბირუსელში უკვე მიღებული აქვთ: ქართველი ხალხის ბრძოლამ ევროპისტის შედეგი გამოიღო - ამ განცხადებას "პირველებთან" "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი აკეთებს.
რეპორტიორი, რომლსაც ევროკავშირიში ბევრი სანდო წყარო ჰყავს, პირდაპირ ამბობს, რომ ოქტომებრში საქართველო კანსიდატის სტატუსს მიიღებს, თუმცა უფრო მეტი დათქმებით, ვიდრე ახლა არსებობს. დამატებითი პირობები კი დეოლიგარქიზაცია და დეპოლრაზიაციის პირობის შესრულება იქნება. ამ პირობების შესრულებას იოზვიაკის განცხადებით, ევროკავშირის საქართველოსგან უპირობოდ მოითხოვს.
ევროკავშირი მოგანიჭებთ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ იქნება იმაზე მეტი დათქმები და წინაპირობები, ვიდრე ახლა არის. დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია - ამ პირობების შესრულება ისევ სავალდებულო იქნება. შესაძლოა, ყველა რეკომენდაცია არ შესრულდეს, თუმცა სამივე ქვეყანას ისევ აქვს შანსი შეასრულონ რეკომენდაციები. წინ კიდევ 6 თვეა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამო ევროკავშირი ამას გააკეთებს, ეს არის ის, რომ 2024 წელს ევროკავშირი პაუზას აიღებს. ჩატარდება არჩევნები და შეიძლება ევრკომისიის და ევროსაბჭოს პრეზიდენტები, ამიტომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები სწორედ წელს უნდა მიიღონ. ამტომ ევროკავშირმა და ამერიკამ ახლა უდნა გაუგზავნონ პოზიტიური სიგნალები ამ ქვეყნებს. საქართველოს შემთხვევაში სტატუსის მინიჭების შემდეგ უშუალოდ გაწევრიანებაზე რომ დაიწყონ მოლაპარაკებები, ამისთვის შესასრულებლად კიდევ მეტ პირობებს მოგცემენ. ეს იქნება კომპრომისი ევროკავშირის მხრიდან. ვალდებულებების შესასრულებლად წინ 6 თვე კიდევ გაქვთ. შესაძლოა, ერთი ნაბიჯი წინ გადადგათ, სამი კი უკან, ამიტომ ბრიუსელში არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები. რაღაც საკითხებში პროგრესს ხედავენ, მაგრამ რაღაც საიტხებში არა. რაც შეეხელაბ პოლარიზაციას, მე ვერ ვხედავ, რომ ამ კუთხით რამე გაკეთდა, - ამბობს იოზვიაკი.