სოსო გოგაშვილის ერთადერთი რეპლიკა განაჩენის შემდეგ - რა თქვა სუს-ის ყოფილმა შეფმა
განაჩენის გამოცხადებას სოსო გოგაშვილი მშვიდად შეხვდა.
ერთადერთი რეპლიკა სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს მომსამართლის ნათქვამზე ჰქონდა.
მოსამართლე ბუგიანიშვილმა გოგაშვილს უთხრა, რომ ჰქონდა უფლება მიემართა პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით.
სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა გოგაშვილის რეპლიკა. მან თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი მისი დასმულია და სწორედ მან შეუწყო ხელი ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და 5 წელი მიუსაჯა.