ეს იყო წინასწარ დაწერილი განაჩენი - ნინი გოგაშვილი
სუს-ის ყოფილი შეფის ქალიშვილი წინასწარ დაწერილს უწოდებს მოსამართლის გადაწყვეტილებას. ნინი გოგაშვილი ამბობს, რომ ამ განაჩენით ხელისუფლება მათ მოწინააღმდეგებს ანახებს, რომ გოგაშვილის და მისი ოჯახის მსგავს ბედს გაიზიარებენ ისინი, ვიცნ მთავრობას დაუპირისპირდება და გააკრიტიკებს.
მოსამართლის სათათბიროდ ერთი საათით გასვლა იყო ფორმალური. ეს იყო წინასწარ დაწერილი განაჩენი. მათ კიდევ ერთხელ უთხრეს მამაჩემს და მათ თანაგუნდელებს, ვინც მათ წინააღმდეგობას გაუწევთ, იგივე ელით, რაც სოსო გოგაშვილს. ამით მათ შეაშინეს ყველა ის მოწინააღმდეგე, ვინც მათ აკრიტიკებთ და უთხრეს, რომ იგივე გზის გავლა მოუწევთ, რაც ჩვენს ოჯახს.
გვანადგურებენ ამ 9 თვის განმავლობაში, გვაწამებენ, ჯამრთელობას გვიზიანებენ და ზუსტად ამის თქმა უნდათ სხვა მოწინააღმდეგებისთვისაც, რომ ანალოგიური ელით მათაც", - ამბობს ნინი გოგაშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და 5 წელი მიუსაჯა.
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშილმა სუს-ის ექს შეფი წარდგენილ ხუთივე მუხლში დამნაშავედ გამოაცხადა.