ღმერთს ვთხოვ, ყველა იმ სიმართლით ატაროს, რაც სოსო გოგაშვილს გაუკეთეს - თეა მარტყოფლიშვილი

04.04.23 17:24
ღმერთს ვთხოვ, ყველა იმ სიმართლით ატაროს, რაც სოსო გოგაშვილს გაუკეთეს - თეა მარტყოფლიშვილი

სუს-ის ყოფილი შეფის ცოლი თეა მარტყოფლიშვილი ამბობს, რომ არავის არაფერი არ შერჩენია და არც გოგგაშვილის უსამართლო განაჩენი შერჩება ვინმეს.

გოგაშვილის მეუღლე ამბობს, რომ ოჯახი ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს. 

ღმერთს ვთხოვ, ყველა იმ სიმართლით ატაროს, რაც სოსო გოგაშვილს გაუკეთეს, მთელმა მაგათმა ოჯახმა და მთელმა მაგათმა მოდგმამ. მეტს არაფერს არ ვიტყვი. არავის არაფერი არ შერჩენია. მუდმივი არაფერი არ არის. ჩვენ ბრძოლას მაინც გავაგრძელებთ", - ამბობს თეა მარტყოფლიშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და 5 წელი მიუსაჯა.

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშილმა სუს-ის ექს შეფი წარდგენილ ხუთივე მუხლში დამნაშავედ გამოაცხადა.