მამაჩემი 5 წელი არ იჯდება, "ოცნების" დღეები დათვლილია - ნიკა გოგაშვილი
სუს-ის ყოფილი შეფის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა მოსამართლე ბუგიანიშვილმა, გოგაშვილის ოჯახი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ნიკა გოგაშვილი არაკაცებს და დამნაშავეებს უწოდებს მათ, ვინც მამამისის ციხეში 5 წლით გაუშვა და ამბობს, რომ სოსო გოგაშვილი ციხეში ამდენი წელი არ იჯდება, რადგან "ოცნება" დღეებს ითვლის და ისინი ხელისუფლებაში დიდხანს ვეღარ იქნებიან.
მე კიდე მეგონა, რომ ბატონი ბუგიანიშვილი ადამიანობას და კაცობას გამოიჩენდა და მართალ კაცს ციხეში არ გაუშვებდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ფული ჯოჯოხეთს ანათებს. მე მინდა მივმართო ყველას, ვისაც გაუხარდა და ესიამოვნა ჩვენი ეს მდგომარეობა. ეგ სიამოვნება ძალიან მალე ჩაგიმწარდებათ, რადგან ყველაფერი დროებითია და პირველი მე ვიქნები, ვინც ამანათებს მოიტანს თქვენთან ციხეზე. თქვენ ხართ დამნაშავეები და თქვენ ხართ არაკაცები, რადგან უსამართლოდ დადანაშაულებულ კაცი ციხეში გაუშვით. დამიმახსოვრეთ, მე ვარ ნიკა გოგაშვილი, თქვენ ხართ არაკაცები და ძალიან მალე გაგეცემათ პასუხი.
მამაჩემი 5 წელი არ იჯდება, იმიტომ, რომ ესენი დიდხანს ვერ იქნებიან ამათი დღეები დათვლილია, დიდხანს ვერ გაჩერდებიან აქ დანარჩენს ღმერთი გვანახებს" - ამბობს ნიკა გოგაშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და 5 წელი მიუსაჯა.
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშილმა სუს-ის ექს შეფი წარდგენილ ხუთივე მუხლში დამნაშავედ გამოაცხადა.