პოლიტიკური ნიშნით დისკვალიფიკაცია - კარატეს ეროვნული ფერდერაცია პირველ განმარტებას აკეთებს
პოლიტიკური ნიშნით დისკვალიფიკაციის საქმეზე კარატეს ეროვნული ფერდერაცია პირველ განმარტებას აკეთებს. „პირველებთან“ "ქართული ოცნების" დეპუტატი და ფედერაციის თავმჯოდმარე ამტკიცებს, რომ ხათუნა ბერიძის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება პრეზიდიუმმა კარატის წესების და ეთიკის დარღვევის გამო მიიღო.
"ფედერაციის პრეზიდენტთან გოჩა სურმანიძე შემოვიდა განცხადებით, რომ ხათუნა ბერიძე ქუჩაში იგინებოდა და ლამის ხელი დაარტყა ვიღაცას და მოითხოვა ერთწლიანი დისკვალიფიკაცია. როგორც მსაჯი, როგორც კარატისტი და მასწავლებელი არ უნდა იქცეოდეს ასე ქუჩაშიო. ანუ კარატის ეთიკა დაარღვია და კარატეს წერსი, თორემ რა მნიშვნელობა აქვს ვინ რომელი პარტიის წარმომადგენელია", - ამბობს ფედერაციის პრეზიდენტი.
ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციურად განწყობილი ვეტერანი სპორტსმენის წინააღმდეგ რეპრესიები ამოქმედდა. მას თეა წულუკიანმა განსხვავებული აზრი არ აპატია.
"ეს იყო პირდაპირ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც "ოცნებამ" დაავალა და კარატის ფედედრაციამ აღასრულა. რა თქმა უნდა, ეს გააკეთა თეა წულუკიანის ხელით, რომელიც არის ზონდერი, რომელიც აღასრულებს "ოცნების" გადაწყვეტილებებს", - ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.
ხათუნა ბერიძის დიკვალიფციაკციის მოტივი 29 მარტს „ქართული ოცნების" აქტივისტთან დაპირისპირება გახდა. მსაჯთა კოლეგიის წევრს და ოპოზიციონერ აქტივისტს 6 თვიანი დისკვალიფიკაციის განაჩენი პრეზიდიუმმა გამოუტანა. ხათუნა ბერიძე დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.