არ გავაკეთებ კომენტარს - "ვივა მედის" კლინიკური დირექტორი კონსიულიუმის დასკვნაზე
"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი ომბუდსმენის კონსილიუმის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზე არ საუბრობს. კითხვაზე, ეთანხმება თუ არა დასკვნას, ზურაბ ჩხაიძემ "პირველების" ჟურნალისტს განუცხადა, რომ ის "ექსპერტი არ არის".
მე არ ვარ ექსპერტი. მე ვარ ექიმი. შეფასებას ვერ და არ გავაკეთებ"- თქვა ზურაბ ჩახაიძემ.
სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა სამედიცინო კონსილიუმმა კვირას, 2 აპრილს, კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შედეგები გამოაქვეყნა.
სააკაშვილს კახექსიის მძიმე, მეოთხე სტადია, კუნთების განლევა ანუ სარკოპენია აქვს. დასკვნის თანახმად, მდგომარეობას ართულებს წნევის კრიტიკული ვარდნაც, რაც კოორდინაციის მოშლას იწვევს.