ხელების ბრახუნი, ხმაური და სკანდალური მხილებები - ჩხუბის დღე პარლამენტში
ხელების ბრახუნი პარლამენტის სხდომათა დარბაზში უკვე ტრადიციად იქცა. "ქართული ოცნება" ასე მაშინ იქცევა, როცა წყობიდან საბოლოოდ გამოდის. ასე მოხდა დღესაც - ამჯერად ხელების ბრახუნი "ოცნების" დეპუტატებმა სალომე სამადაშვილის გამოსვლის დროს დაიწყეს.
მმართველი გუნდი მას შემდეგ გაბრაზდა, რაც სამადაშვილმა პარლამენტარ მაკა ბოჭორიშვილს წარსული შეახსენა, უმრავლესობას კი უთხრა, რომ პარტია "ქართული ოცნება" მედროვე ადამიანებით არის დაკომპლექტებული,
მთელი სხდომა დღეს ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინაროებდა. ყველაფერი კი 21 წლის ლაზარეზე საუბრით დაიწყო, რომელიც ხელისუფლებას ფაქტობრივად უკვე დამნაშავედ ჰყავს გამოცხადებული.
"სირცხვილია" -სკანდირებდნენ ოპოზიციის წევრები, რომლებიც მმართველ პარტიას უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევაში ადანაშაულებენ.
ლაზარეს საქმე, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების ნაწილია, ეს შალვა პაპუაშვილმაც დაადასტურა. პარლამენტის თავმჯდომარემ არ დამალა, რომ განზრახ არ მისცა ქალ დეპუტატებს ციხეში ლაზარეს ნახვის უფლება.
ჩხუბის დღე პარლამენტში - ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში