ლაზარეს დევნა - სპეციალურ სიაში მოხვდება ყველა, ვინც 21 წლის ბიჭის ღირსება შელახა

04.04.23 20:11
ლაზარეს დევნა -  სპეციალურ სიაში მოხვდება ყველა,  ვინც 21 წლის ბიჭის ღირსება შელახა

თავისუფლება ლაზარეს! - ამ სლოგანით  ფართომასშტაბიანი პროტესტი დაანონსებულია. მანამდე კი მომზადდება სია ყველა იმ ადამიანის,  ვინც ცდილობს ლაზარეს ღირსება შელახოს: დაწყებული  ხელისუფლების მაღალჩინოსნებით და დასრულებული  ციხის ბადრაგებით.

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი თანხმდება, რომ  საქართველოს ევროპული არჩევანი სწორედ ლაზარე გრიგორიადისის დაცვაზე გადის და ამიტომ ყველა მისი  გათავისუფლებისთვის უნდა გაერთიანდეს.  

ყველა ქართული ოცნების გარდა თანხმდება, რომ ლაზარე შერჩევითი სამართლის მსხვერპლია და მისი საქმე შესაძლოა,  სტაბურგშიც წავიდეს.  საერთაშორისო სამართლის ექსპერტები   მძიმე დარღვევებზე მიუთითებენ.

პატიმრის ღირსება შელახეს,  როცა ლაზარეს თმა იძულებით გადაპარსეს.  მანამდე კი აღიარებითი ჩვენება  გამოძიებისთვის ასევვე იძულებით მიაცემინეს.

21 წლის პატიმრის საქმე მალე სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლებს, თუმცა ხელისუფლების შტურმის შემდეგ არც ოჯახს და არც ადვოკატს  გამამართლებელი ვერდიქტის მოლოდინი არ აქვთ.

ლაზარეს დევნა - ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟი