საწოლზე მიჯაჭვის საფრთხე, მე-4 სტადიის კახექსია და კუნთების განლევა - კონსილიუმი სააკაშვილზე უმძიმეს დასკვნას აქვეყნებს
მიხეილ სააკაშვილი წონის მეტი კლების შედეგად საწოლზე მიჯაჭვული გახდება - სახალხო დამცველის კონსილიუმი უმძიმეს დასკვნას აქვეყნებს. 19 თებერვლის შემდეგ სააკაშვილს კიდევ 4 კილო აქვს დაკლებული, რაც კუნთების განლევის ხარჯზე მოხდა.
"სარკოპენია", "კახექსიის" მძიმე, მე-4 სტადია, გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება, დეპრესია - ეს არის დაავადებების ის ჩამონათვალი, რომელმაც შესაძლოა, ლეტალური შედეგი გამოიღოს.
თუ წონაში კლების პროცესი გაგრძელდა, ქვედა კიდურების კუნთების სრულად განლევა მოხდება და პაციენტი ვერც დამხმარე საშუალებებით შეძლებს გადაადგილებას - კონსილიუმის ეს დასკვნა კი იმ დოკუმენტაციას დაერთვება, რომელსაც პრეზიდენტის ადვოკატები სტრასბურგისთვის ამზადებენ.
პრეზიდენტის მძიმე დიაგნოზი - ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში