საქართველო კანდიდადტის სტატუსს მხოლოდ კონკრეტული დათქმებით მიიღებს - ახალი გზავნილები ბრიუსელიდან
საქართველო კანდიდადტის სტატუსს მხოლოდ კონკრეტული დათქმებით მიიღებს და ეს დათქმები იქნება კიდევ უფრო მძიმე. ბრიუსელიდან ახალი გზავნილები მოდის.
რეკომენდაციები თუ არ შესრულდება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ დაიწყება - სავარაუდოდ ეს იქნება ევროკავშირის პირობა საქართველოს ხელისუფლებისადმი. მათგან უმთავრესი დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაციაა, რომლის შესრულების გარეშეც ქვეყანას ევროპული პერსპექტივა არ ექნება.
თბილისში კი პრეზიდენტზე ორკესტრირებული შტურმი დაიწყო. ხელისუფლება ვა ბანკზე მიდის და სახელმწიფოს მეთაურს უმძიმეს ბრალდებებს უყენებს. სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო - ამ გზავნილით ქართული ოცნების ლიდერებმა პრეზიდენტი მტრების სიაში ჩაწერეს. პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის უმწვავესმა გამოსვლამ მმართველ გუნდს წონასწორობა დააკარგვინა და ზურაბიშვილიც გლობალური ომის პარტიის აგიტატორების რიცხვში მოხვდა.
რა პირობებს უყენებს ევროკავშირი საქართველოს? - ნახეთ, ინა ცარციძეს რეპორტაჟი