პოლიტიკური ანაგარიშსწორება - აქტივისტი, რომელიც "ოცნების" წევრს დაუპირისპრდა სამაგალითოდ დასაჯეს

04.04.23 20:07
პოლიტიკური ანაგარიშსწორება - აქტივისტი, რომელიც "ოცნების" წევრს დაუპირისპრდა სამაგალითოდ დასაჯეს

დისკვალიფიკაცია პოლიტიკური ნიშნით -  წულუკიანის გადაწყვეტილებით, სამაგალითოდ დასაჯეს აქტივისტი, რომელიც რამდენიმე დღის  წინ "ქართული ოცნების" მხარდამჭერს ბათუმში დაუპირისპირდა. ხათუნა ბერიძეს კარატეს ეროვნულ ფედერაციაში უფლებამოსილება  შეუწყვიტეს, რადგან  ამტკიცებენ, რომ მან კარატეს ილეთები ქუჩაში გამოიყენა და ამით კარატეს ეთიკური ნორმები დაარღვია

თუ  ბერიძემ დანაშაული ჩაიდინა, მაშინ სავარაუდო დაზარალებულს  განცხადება პოლიციაში უნდა შეეტანა და  საქმეც შესაბამისი მუხლით აღიძვრებოდა,  მაგრამ ასე არ მოხდა, რაც იმის მტკიცებულებაა, რომ აქტივისტი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი გახდა და "ქართული ოცნების"  მხარდამჭერთან დაპირსპირება  არ აპატიეს.

პოლიტიკური შურისძიების შესახებ მეტი დეტალი ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟი