ევროსაბჭოს მძიმე ანგარიში - "საქართველოში რეფორმების პროცესი დამუხრუჭებულია"

04.04.23 20:36
ევროსაბჭოს მძიმე ანგარიში - "საქართველოში რეფორმების პროცესი დამუხრუჭებულია"

საქართველოს ევროკავშირის გზაგასაყარზე დგას - ასე იწყება  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების დასკვნა, რომელიც საქართველოზე მოამზადეს. მონნიტორინგის ჯგუფის წევრების რამდენიმე დღიანი ვიზიტი უმძიმესი დოკუმენტის გამოქვეყნებით დასრულდა.

"ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მტრობა და პოლარიზაცია საქართვლოს ევროინტერგრაციას  ხელს უშლის" - წერია დასკვნაში, რომელიც პრაქტიკულად "ქართული ოცნების" ანტიდასავლური პოლიტიკის კიდევ ერთი საჯარო მხილებაა. 

მონიტორინგის ჯგუფის შეფასებებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. რეფორმები  დამხურუჭებულია. განსაკუთრებით მძიმედ აფასებენ ასამბლეის წევრები სასამართლოში შექმნილ ვითარებას  და  პირდაპირ წერენ, რომ კლანის გავლენები კიდევ უფრო ძლიერდება. დასკვნაში ასევე მოხვდა ხელისუფლების მიერ ორგანიზებული თავდასხმები სამოქალაქო სექტორზე და მიხეილ სააკაშვილის საქმეც, რომელსაც ჯანმრთელობის დაცვის უფლება აქვს შეზღუდული.