ფრონტის ხაზიდან ქართველი გმირების ცხედრების გამოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება

05.04.23 11:20
ფრონტის ხაზიდან ქართველი გმირების ცხედრების გამოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება

2 გარდაცვლილი და სამი მძიმედ დაჭრილი - ფრონტის ხაზიდან ქართველი გმირების ცხედრების გამოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება - ინტენსიური საჰაერო იერიშების გამო ტერიტორიიდან, ვერც დაჭრილი ქართველი მებრძოლები გამოჰყავთ.

"ტვ პირველისთვის" ორივე დაღუპულის ვინაობა ცნობილია, თუმცა მომხდარის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მყოფ მათ ოჯახებს არ აქვთ ამიტომ ტელევიზია გაჟღერებისგან თავს იკავებს. 

ქართველი მებრძოლების თქმით, სანგრებზე სადაც ქართველი ბიჭები იყვნენ მტერმა საარტილერიო ცეცხლი მიიტანა. 

ჩვენი ბიჭები პოზიციებს ამაგრებდნენ, როცა რუსეთის მხრიდან მოხდა ე.წ. შტურმი. არტილერია, ტანკები, ძალიან ძლიერი შტურმი განხორციელდა წუხელ. მოხალისეები იყვნენ, როგორც ჩვენ, ისინიც სწორედ ასე ჩამოვიდნენ და იბრძოდნენ"- განაცხადა ავთო ქაჯაიამ.