თუ "ოცნებამ" პოლიტიკური დევნა დაიწყო, ეს კანდიდატის სტატუსის მიღების ყველანაირ შანსს მოკლავს - სამადაშვილი

05.04.23 11:28
თუ "ოცნებამ" პოლიტიკური დევნა დაიწყო, ეს კანდიდატის სტატუსის მიღების ყველანაირ შანსს მოკლავს - სამადაშვილი

"ქართული ოცნების" განცხადებები 7-8 მარტის მონაწილეებისა და პოლიტიკური ლიდერების შესახებ ოპოზიციას უჩენს განცდას, რომ მმართველი გუნდი რეპრესიებისთვის ემზადება.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას მხოლოდ ერთადერთი მიზანი ამოძრავებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილებოდა, როგორ დააკავა ნიკა გვარამია და ამ ფაქტით როგორ გამოუცხადა საბოტაჟი პროცესს.

სამადაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ თუ "ოცნებამ" პოლიტიკური დევნა დაიწყო, ეს კანდიდატის სტატუსის მიღების ყველანაირ შანსს მოკლავს.

ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ნიკა გვარამიას დაპატიმრებით, კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ფაქტობრივად რამდენიმე დღით ადრე, საბოტაჟი მოუწყო კანდიდატის მინიჭების პროცესს. დღეს ხელისუფლება ფიქრობს იმაზე, რა  შეიძლება გააკეთოს მას შემდეგ, რაც ჩავარდა რუსული კანონი და ამით ხელი ვერ შეუშალა კანდიდატის სტატუსს. მე არ გავმოვრიცხავ, რომ ჩვენ უახლოეს თვეებში, იმ თვეებში ,რაც დარჩა კანდიდატის მინიჭების გადაწყვეტილებამდე, ვნახოთ გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება ასევე საბოტაჟი ამ პროცესის და თუ დაიწყო პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა, ეს პირდაპირ მოკლავს ყველანაირ შანსს, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი". - ამბობს სალომე სამადაშვილი.

გაუშვებს თუ არა ციხეში ოპოზიციის ლიდერებს "ქართული ოცნება". რუსული კანონის უკან გაწვევის გამო გაბრაზებული ხელისუფლება რეპრესიებს აანონსებს. დაკავებების სერიაზე  ჯერ პრემიერი ალაპარაკდ, ამ რიტორიკას კი ახლა "ოცნების" ლიდერები პარლამენტში აგრძელებენ.