ახალი სახეები ენმ-ში - მამუკა ყურაშვილი და ზაზა გოგავა ენმ-ში ხატია დეკანოიძეს და რომან გოცირიძეს ჩაანაცვლებენ

05.04.23 11:28
ახალი სახეები ენმ-ში - მამუკა ყურაშვილი და ზაზა გოგავა ენმ-ში ხატია დეკანოიძეს და რომან გოცირიძეს ჩაანაცვლებენ

"ნაციონალურ მოძრაობას" ორი ახალი წევრი ჰყავს. პარტიის ახალი წევრები ოფიციალურად ლევან ხაბეიშვილმა წარადგინა. მამუკა ყურაშვილი და ზაზა გოგავა მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ხატია დეკანოიძეს და რომან გოცირიძეს ჩაანაცვლებენ. ისინი დღეს პარტიაში საგანგებო ბრიფინგზე წარადგინეს:

"ნაციონალური მოძრაობა ძლიერდება, მე თავს არ შეგაწყენთ კონკრეტული ადამიანების წარდგენით, იმიტომ რომ მათი ქვეყნის წინაშე დამსახურებების მიხედვით, მათი ბიოგრაფიიდან გამომდინარე ამ ადამიანებს წარდგენა არ სჭირდებათ, თუმცა მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ისინი ენმ-ში დაიკავებენ საკვანძო თანამდებობებს, ბატონი ზაზა გოგავა და ბატონი მამუკა ყურაშვილი. ბატონი ზაზა დაიკავებს ადგილს ენმ-ს სამდივნოში, ბატონი მამუკა ყურაშვილი მაღალ თანამდებობას თბილისის ენმ-ის ორგანიზაციაში", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.