რას აკეთებს ენმ სააკაშვილის გასათავისუფლებად? - ხაბეიშვილი თავის მართლების რეჟიმშია

05.04.23 13:12
რას აკეთებს ენმ სააკაშვილის გასათავისუფლებად? - ხაბეიშვილი თავის მართლების რეჟიმშია

რას აკეთებს "ნაციონალური მოძრაობა"  სააკაშვილის გასათავისუფლებად? -  "პარტიი  თავმჯდომარე თავის მართლების რეჟიმშია. ლევან ხებეიშვილი ამტკიცებს, რომ მესამე პრეზინტის გასათავისუფლებად საერთაშორისო  პარტნიორებთან აქტიურად მუშაობს. 

ამასთან, ენმ-სთავმჯდომარე მედიის წარმოადგენლებს ეუბნება, რომ ისინი მსაჯულები ვერ იქნებიან და შეფასებას ქართველი ხალხი თავად გააკეთებს. 

კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე მე არ ავპირებ კომენტარის გაკეთებას. საზოგადოებაა მსაჯული და ისინი თავად შეაფასებენ. როგორც ქვეყნის შგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ვმუშაობთ ძალიან ბევრს. მათ შორის, შეგახსენებთ, რომ ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში იმართებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. ჩვენ არავის ვეჯიბრებით და არავისთან დატოლებას არ ვაპირებთ, მითუმეტე, სიმაღლეში. „ნაციონალური მოძრაობა“ უკანასკნელი თვეების განმავლობაში არის ზეაქტიური და იქნება კიდევ უფრო ზეაქტიური, ამაში გარწმუნებთ. დასკვნებს რის საფუძველზე აკეთებთ, წარმოუდგენელია. ყოველდღიურად პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი „ნაციონალური მოძრაობისთის“ არის პრიორიტეტული და სამ დღეში ერთხელ კონკრეტული სხვადასხვა აქტივობით მინიმუმ თქვენ ხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, მათ შორის, თქვენს მონა-მორჩილს. ამიტომ, თქვენ ვერ იქნებით მსაჯული, ამას ქართველი ხალხი განსჯის, - თქვა ხაბეიშვილმა.