სააკაშვილის საკნის გასაღები ივანიშვილმა უნდა ამოიღოს და გააღოს - ცისკარიშვილი

05.04.23 10:09
სააკაშვილის საკნის გასაღები ივანიშვილმა უნდა ამოიღოს და გააღოს - ცისკარიშვილი

9 აპირილს რუსთაველზე დაგეგმილი აქცია ერთჯერადი იქნება - დაანონსებულ პროტესტზე "ნაციონალური მოძრაობის"  ლიდერმა ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" ისუაბრა.

პეტრე ცისკარისშვილმა თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებასთან დაკაშირებით საბოლოო გადაწყვტილება ბიძინა ივანიშვილმა უნდა მიიღოს. ოლიგაქრის იძულებას კი ოპოზიციური  პარტია სხვადსხვა მეთოდებით აპირებს.

9 აპრილის შემდეგ იქნება 15, 20 აპრილი, აპრილის ბოლო, მაისი, მუედმივად ცხელი უნდა იყოს, რეგიონებში გავალთ ისევ. ჩვენ არ გავჩერედებით. საგანგებოდ ჩამოყვანილი რომ არ უნდა იყოს ხალხი, როდესაც შედეგი გინდა აქციებით დადგეს, მაგაშია მთელი ფილოსოფია. საგანგებოდ ჩამოყვანილი არის იმისთვის, რომ შევიკრიბებით ჩვენ, საგანგებოდ ვმობილიზდებით და არ გაცივდება ის ბუხარი, რასაც ქუჩის აქციები ჰქვია. მუდმივად უნდა იგიზგიზოს ამ ცეცხლმა. ბიძინა ივანიშვილმა უნდა ამოიღოს, ნებისმიერი შემთხვევაში, ის გასაღები და გააღოს საკანი. სტრასბურგმა უნდა აიძულოს, ქუჩის აქციებმა უნდა აიძულოს ან კიდევ ერთ ასპექტს გეუბნებით, თავისმა შიშებმა უნდა აიძულოს. ამ მიმართულებიტაც ვმუაობთ, რომ დაედება სანქციები და ვეღარ ნახავს იმ თავის ქონებას, რუსეთის მიღმა რაც აქვს, თვალით ვეღარასდროს და ამ საფღტხის წინაშე დამდგარი ბიძინა ივანიშვილი იძლებული იქნება, რომ ეს გასაღები ამოიღოს და გახსნას, - თქვა ცისკარიშვილმა.