რიკოთის ჩაკეტვამ პრობლემები ადგილობრივ მეწარმეებსაც შეუქმნა - "ლელო" კომპანიის საეჭვო რეპუტაციაზე საუბრობს
ქვეყნის მთავარი ავტომაგისტრალი პარალიზებულია - რიკოთის უღელტეხილის ჩაკეტვის გამო ქვეყნაში ფქტობრივად სატრასპორტო კოლაფსია. გზა, რომლის მშენებლობაშიც მილიონებია დახარჯული გაურკვეველი დროით მიწის ჩამოშლის გამო ჩაკეტეს. ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
პარტია "ლელოში" კითხვები იმ ჩინურ კომპანიებთანაც აქვთ, ვისთანაც ხელისუფლება მილიონიან კონტრაქტებს აფორმებს, სამუშაოებს კი უხარისხოდ ასრულებენ. ოპოზიციური პარტიის წევრები დღეს ადგილზე ჩავიდნენ.
"კომპანია, რომელიც აქ სამუშაოებს აწარმოებს საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის კომპანიაა, რომელზეც კვლევა აქვს ნაწარმოები "სამოქალაქო იდეას". ის წლების მიხედვით ბევრ სკანდალშია გახვეული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შესრულების ვადები მინიმუმ ნახევარი წლით არის დარღვეული, სავარაუდოდ, წელზე მეტხანს გაგრძელდება. ხარაგაულის რამდენიმე სოფელი მთლიანად არის მოწყვეტილი დანარჩენ საქართველოს და იქ სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. მასწავლებლები ვერ ჩადიან ადგილზე. ამიტომ, ეს კატასტროფა და კოლაფსი გამოიწვია უნიათო პოლიტიკამ და კორუფციულმა სქემებმა, რომლითაც მთელი ეს მაგისტრალი არის ნაშენები", - ამბობს თაზო დათუნაშვილი.
სატრანპორტო კოლაფსის გარდა, რიკოთის ჩაკეტვამ პრობლემები ადგილობრივ მეწარმეებსაც შეუქმნა.
ქარელის მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელსაც მოჰყავს პროდუქცია, მის რეალიზაციას ძირითადად ახდენს დასავლეთ საქართველოს ბაზრებზე, როდესაც გზა ჩაკეტილია, ვერ გადაადგილდებიან დროულად. უწევთ შემოვლითი გზით სარგებლობა, რომელიც აძვირებს პროდუქციის ფასს და ხარისხიც იკარგება".- ამბობს ადგილობრივი.
შეგასენებთ, რომ ქვეყნის მთავარი ავტომაგისტრალი ერთ კვირაზე მეტია ჩაკეტილია და როგორც ამბობენ, ადგილზე მეწყრული პროცესები შეუქცევადად მიმდინარეობს.