სტატუსის მიღებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას - 142 NGO-ს ერთობლივი განცხადება

11.04.23 12:57
სტატუსის მიღებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას - 142 NGO-ს ერთობლივი განცხადება

კანდიდატის სტატუსი - 142-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელისუფლებას საერთო განცხადებით მიმართა

განცხადებაში წერია, რომ სხვადასხვა ინფორმაციით, ევროკომისიამ შესაძლოა 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია.

არასამთავრობობები ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებაზე პასუხისმგებლობა სრულიად ეკისრება ხელისუფლებას, ამიტომ არასამთავარობოები ამბობენ, რომ დააკვირდებიან "ქართული ოცნების" მთავრობას, რადგან მოსალოდნელია ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელმაც შეიძლება გარკვეული ბარიერები შეუქმნას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

"ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა ან მოქმედება, რომელიც ევროკავშირის ძირეულ ფასეულობებს დაუპირისპირდება, იქნება სტატუსის მიღების საბოტაჟი".- წერია განცხადებაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით,  არასამთავრობოები, საზოგადოებას ყველაფერს ეტყვიან იმასთან დაკავშირებით, თუ რას აფუჭებს ხელისუფლება ამ ისტორიული მნიშვნელობის მომენტში.

"ჩვენ დღეს ამ კონფერენციაზე ვაცხადებთ, რომ ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ წლის ბოლოს საქართველო მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვუყურებთ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა. ჩვენ ვხედავთ და ველოდებით, რომ შესაძლოა, მათ გარკვეული ნაბიჯები გადადგან, რომელმაც შესაძლოა გარკვეული ბარიერები შეუქმნას საქართველოს ამ გზაზე და რა თქმა უნდა, ამ ბარიერებს შევეწინააღმდეგებით და რა თქმა უნდა, ჩვენ ვეტყვით საზოგადოებას ყველაფერს იმასთან დაკავშირებით, თუ რას აფუჭებს ხელისუფლება და რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელისუფლებამ სპეციალურად არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუშლიან  საქართველოს მიიღონ სტატუსი ევროკავშირის მხრიდან," - თქვა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.