"ოცნება" კლანს ეფარება, ისინი იტყუებინ კიდეც" - პრემიერი ახალ სკანდალში ეხვევა

11.04.23 13:15
"ოცნება" კლანს ეფარება, ისინი იტყუებინ კიდეც" - პრემიერი ახალ სკანდალში ეხვევა

პრემიერი ახალ სკანდალში ეხვევა - მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფების დასაცავად, ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს წინააღმდეგ, აგვისტოს ომის დროს ევროსასამართლოში შეტანილი სარჩელები გამოიყენა.

მესამე სექტორისთვის ეს პირდაპირი სიგანილია, რომ "ოცნება" კლანს ეფარება.

NGO-ები ღარიბაშვილს ტყუილში ამხელენ. მათი თქმით, 2008 წლის შემდეგ  საქართველოს წინააღდეგ ათასობით საჩივარი ევროსასამართლში მართლაც შევიდა, ოღონდ აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეები იყვენენ.

„მთელი საზოგადოება ვუყურებთ, როგორ გადაეფარა საქართველოს მთავრობა სასამართლოს კლანის წევრებს და იმისთვის, რომ რაღაცნაირად გაამართლონ მათი არსებობა ამ სასამართლოში, ისინი იტყუებინ კიდევაც. აქტიურად იყენებენ სტატისტიკას, იყენებენ ციფრებს მანიპულაციისთვის, მათ შორის იყენებენ რუსების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებს საქართელოს წინააღმდეგ და ეს არის აბსოლიტურად წარმოუდგენელი რამ“ - ამბობს ეკა გიგაური.

ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ღარიბაშვილის მიერ საზოგადოებისთის ინფორმაციის ამ ფორმით მიწოდება მანიპულირებაა და სხვ არაფერი.

„ეს იყო ძალიან მასშტაბური პროცესი ომის შემდგომ, რადგან მიდიოდა დავები. შედეგს ვერ აღწერდნენ, რა თქმა უნდა, ეროვნულ დონეზე ადამიანები და გადაწყდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიემართათ ევროპული სასამართლოსთვის. მანიპულირება არის ეს და ინფორმაციის იმ ფორმით მიწოდება საზოგადოებაში, რომ თითქოს ეს უნდა იყოს საზომი იმისა, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია. აქ არის მთავარი, რა უფლებების დარღვევისთვის იგზავნება ევროპულ სასამართლოში საჩივრები“ - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

პრემიერმა განაცხადა, რომ თითქოს 2012 წლამდე ევროსასამართლოში ქართული მართმსაჯულებით უკმაყოფილო ათასობით ადამიანი მიდიოდა, ახლა კი ეს რიცხვი შემცირდა.